вторник, 10 июня 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მოვაწყვეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიოს პრეზენტაცია. გავუზიარეთ აზრები ერთმანეთს. ინტელის ტრენინგით ვისწავლეთ პროექტების ეფექტურად დაგეგმვა, შეფასება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერს შორენა ბადურაშვილს.

воскресенье, 8 июня 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მეტად სახალისო  გამოგვივიდა. ბლოგებზე ანიმაციების , ლინკების , გაჯეტების, კითხვარების  დადება ძალაინ საინტერესო გამოვიდა იმ მხრივ , რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი გამოყენება პრაქტიკული და მოსახერხებელი. ასევე დავასრულეთ მუშაობა პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.

пятница, 6 июня 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ განვიხილეთ  მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენების მეთოდები. რისი გამოყენებაც  ვფიქრობ , რომ საგაკვეთილო პროცესში ძალიან საინტერესო იქნება, პირველ რიგში ყველა დონის მოსწავლის კატეგორიისთვის.

ასევე გავაკეთეთ პრეზენტაცია, შევავსეთ და ვასრუყოფილებთ პროექტის გეგმის შაბლონს.
მოსწავლის ნიმუში






вторник, 3 июня 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ და განვიხილეთ ერთმანეთის მოსწავლის გეგმის პრეზენტაცია. გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები , რომელიც მომავალშიც აუცილებლად გამოგვადგება.

დღეს შევქმენით მოსწავლის ნამუშევრების შეფასების რუბრიკა და გუგლ-დოკუმენტებში ჩვენი ნამუშევრების ატვირთვა.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს, თუ როგორ და რატომ უნდა იყოს ავტორის უფლებები დაცული. გადმოვიწერეთ სურათები და დავიწყეთ მზადება მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შესაქმნელად 

მეოთხე დღის რეფლექსია

როგორც წინა დღეები, დღევანდელი დღეც იყო ძალზედ  დატვირთული. გავაკეთე მოსწავლეთა შეფასების დროის ჩარჩო, დავიწყე მუშაობა სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღეც არანაკლებ  საინტერესო გამოგვივიდა. უკვე ვიწყებთ ჩვენი თემის გაანალიზებას და განხილვას თუ რამდენად მოვურგებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს ჩვენს მიერ შერჩეულ საკითხს. საინტერესოა როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროცესი სტანდარტების გათვალისწინებით და მიმართულების მიმცემი კითხვების  და საკვანძო კითხვების ფორმულირებით მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა.